პრისეილერი

ბათუმი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა ხელფასი: 1100 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: პრისელერი
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური  ბოთლერი, საქართველოში აცხადებს ვაკანსიას  პრისეილერის პოზიციაზე, ბათუმში.
კომპანიის შესახებ:
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად, არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:
  • თავის სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანიის პროდუქტების გაყიდვების გაზრდა;
  • კომუნიკაცია კლიენტებთან ახალი პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებით, ფასების ცვლილებებზე, კამპანიებზე, პრომო აქციებზე კომპანიის წესების შესაბამისად;
  • ყოველკვირეული ვიზიტები განსაკუთრებულ/მნიშვნელოვან კლიენტებთან გაყიდვების სუპერვაიზერის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
  • ინფორმაციის მოძიება მის ტერიტორიაზე არსებული (აქტიური და პოტენციურად აქტიური) კლიენტების შესახებ;
  • ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების მართვა, პასუხების მიწოდება უმოკლეს ვადებში და ეფექტურად პრობლემების გადაწყვეტა;
  • კომპანიის მიერ შედგენილი მარშრუტის შესრულება და მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების აღება და კომპანიის მიერ დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად გატარება;
  • პასუხისმგებელია კლიენტისათვის კომპანიის მიერ გადაცემულ მარკეტინგულ მოწყობილობებზე, მათთან დაკავშირებით ხელშეკრულების სათანადოდ  გაფორმებაზე და კომპანიისათვის წარმოდგენაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • საშუალო განათლება;
  • პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აუცილებელია, საკუთარი ავტომობილი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდურობა.

ანაზღაურება და ბენეფიტები:
  • ანაზღაურება ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი ;
  • საწვავი;
  • მანქანის ცვეთის ხარჯი;
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
  • კორპორატიული SIM ბარათი;

აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " პრისეილერი ბათუმში“ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). 
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2024 წელი.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.