კორპორატიული გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
თარიღები: 05 ნოე - 28 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: m.gvritishvili@agronom.com.ge
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.  
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/ 
 
შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე 
 
პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი 
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 17:30, ერთი საათი შესვენება; 
სამუშაოს ადგიმდებარეობა: თბილისი, ასევე შესაძლოა მივლინებები რეგიონებში; 
ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი) ასევე ბონუსი, თვეში, 1500 -2500 ლარამდე, შემდგომი ზრდის პერსპექტივით. დამოკიდებული იქნება გეგმის შესრულებასა და წლიურ მოგებაზე; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება 
  • გაყიდვების გუნდის საქმიანობების დაგეგმვა, მათთვის გეგმების შედგენა და კოორდინირება; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება; 
  • ბაზების დამუშავება; 
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; 
  • გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის; 
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა. 
  • შემოსავლის ბიუჯეტირება, პროგნოზირება 
  • ბიზნესის ადექვატური კონტროლის სისტემების/მიდგომის დანერგვა 
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა 
  • გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი 
  • გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება,მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება 
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი. 
  • პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენის საკონტაქტო დონეზე ცოდნა 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
 
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი