ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სასაწყობე მეურნეობის მართვის პოლიტიკისა და პროცესის გაწერა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;
- სასაწყობე მეურნეობის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
- მასალების/ინვენტარის გაცემისას მათი რაოდენობის შესაბამისობის მონიტორინგი;
- მასალების/ინვენტარის მიღებისას მათი აღრიცხვის, შეფასება-დათვალიერების უზრუნველყოფა;
- დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- მიღებული მარაგის/ინვენტარის დასაწყობების უზრუნველყოფა;
- საწყობში ოპტიმალური მარაგის დადგენა და მარაგის დასაწყობების ინიცირება შესყიდვების დეპარტამენტთან.
- ყოველი კვარტლის ბოლოს კომპანიის მფლობელობაში არსებული სასქონლო მარაგების/ინვენტარის ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა, შესაბამისი აქტის შედგენის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
- აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორინეტირებული;
- პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული.
- ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 30 ნემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!