საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ კონსტრაქშენი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • სასაწყობე მეურნეობის მართვის პოლიტიკისა და პროცესის გაწერა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე მეურნეობის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა; 
  • მასალების/ინვენტარის გაცემისას მათი რაოდენობის შესაბამისობის მონიტორინგი;
  • მასალების/ინვენტარის მიღებისას მათი აღრიცხვის, შეფასება-დათვალიერების უზრუნველყოფა;
  • დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის  ინფორმირება;
  • მიღებული მარაგის/ინვენტარის დასაწყობების უზრუნველყოფა;
  • საწყობში ოპტიმალური მარაგის დადგენა და მარაგის დასაწყობების ინიცირება შესყიდვების დეპარტამენტთან.
  • ყოველი კვარტლის ბოლოს კომპანიის მფლობელობაში არსებული სასქონლო მარაგების/ინვენტარის ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
  •  ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა, შესაბამისი აქტის შედგენის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური  აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორინეტირებული;
  • პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 30 ნემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!