შპს „პი ემ მეტალ“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის დაკვეთით საქართველოს ბაზრისთვის იწარმოება მაღალი ხარისხის არმატურა და გლინულა.
შპს "PM Metal" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების უფროსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00 – 19:00
ხელზე ასაღები ხელფასი: 3000 ლარი
თვიური გეგმის შესრულებისთვის მოქმედებს საბონუსე სისტემა
გამოსაცდელი ვადა: ანაზღაურებადი 3 თვე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ძირითადი მოვალეობები: - ინჟინრის კვალიფიკაცია;
- მეტალურგიულ საწარმოში და დანადგარებთან მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- მეტიზის პროდუქციის წარმოების გამოცდილება (ბადე, ლურსმანი, გამომწვარი მავთული და სხვ.);
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს კომპანია PM Metal სთავაზობს:
- გრძელვადიან დასაქმების პერსპექტივას;
- კომფორტულსა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.