სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ობიექტისათვის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, ასევე საგანგებო და სამაშველო ღონისძიებებისათვის გეგმების მომზადება და შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;
- დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულთა სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი დროულად და კომპეტენტურად;
- ყოველი სამუშაოს დაწყების წინ არსებული რისკების შეაფასება, რისკფაქტორებისა და მისი წარმოშობის წყაროს აღმოფხვრა, რისკის შემცველი პროცესის უსაფრთხო მუშაობით ან უფრო ნაკლებრისკიანი პროცესით ჩანაცვლება;
- შრომის უსაფრთხოების გეგმის ან სამუშაოების შესაბამისი მონიტორინგი და შემოწმება;
- თავად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და პერსონალს შორის ღია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ნდობის ხელშეწყობა, შრომის უსაფრთხოების წესების შესრულების შესაბამისად;
- კონტრაქტორებისგან ყველა საქმიანობის რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადების მოთხოვნა;
- ყველა საჭირო პირადი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სწორად გამოყენების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
- ობიექტზე გარემო პირობების მონიტორინგის უზრუნველყოფა (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ვიბრაცია, მტვერი, განათება და სხვა);
- შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის, მთავრობის რეგლამენტების, მინისტრის ბრძანებების დროულად და სრულყოფილად შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების შესახებ ანგარიშების სისტემატური მიწოდება შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელობისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება
- MS Office-ს პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე:
hr@anagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!