შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა, ობიექტისათვის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის, ასევე საგანგებო და სამაშველო ღონისძიებებისათვის გეგმების მომზადება და შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;
  • დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამუშაოებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან საკითხის სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უზრუნველყოფა;
  • დასაქმებულთა სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი დროულად და კომპეტენტურად;
  • ყოველი სამუშაოს დაწყების წინ არსებული რისკების შეაფასება, რისკფაქტორებისა და მისი წარმოშობის წყაროს აღმოფხვრა, რისკის შემცველი  პროცესის უსაფრთხო მუშაობით ან უფრო ნაკლებრისკიანი პროცესით ჩანაცვლება;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმის ან სამუშაოების შესაბამისი მონიტორინგი და შემოწმება;
  • თავად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და პერსონალს შორის ღია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ნდობის ხელშეწყობა, შრომის უსაფრთხოების წესების შესრულების შესაბამისად;
  • კონტრაქტორებისგან ყველა საქმიანობის რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადების მოთხოვნა;
  • ყველა საჭირო პირადი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობისა  და სწორად გამოყენების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე გარემო პირობების მონიტორინგის უზრუნველყოფა (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, ვიბრაცია, მტვერი, განათება და სხვა);
  • შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის, მთავრობის რეგლამენტების, მინისტრის ბრძანებების დროულად და სრულყოფილად შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესრულების შესახებ ანგარიშების სისტემატური მიწოდება შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელობისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება
  • MS Office-ს პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!