ტრენერი

თბილისი სრული განაკვეთი ლუკა პოლარე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: ტრენერი
"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას  ტრენერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა; 
  • კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის პროფესიული , განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (პროდუქტი,პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა, პრაქტიკა) 
  • შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა; 
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება); 
  • ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა - პროგრამის დიზაინსა თუ სხვა საორგანიზაციო აქტივობებში თანამონაწილეობა; 
  • ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება; 
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; 

ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. 
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !