იურისტი
თარიღები: 31 ოქტ - 28 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@energony.ge

  სს ენერგონი, ენერგეტიკული სამშენებლო კომპანია, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე  


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის თანამშრომლებისათვის  იურიდიული  კონსულტაციების გაწევა
  • ხელშეკრულებების სტანდარტული ნიმუშების შემუშავება
  • კომპანიის მასშტაბით ყველა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება და რევიზია
  • შიდა პროცედურების და ნორმატიული აქტების შექმნაში  და რევიზიაში მონაწილეობის მიღება.
  • მიმდინარე საკითხების სამართლებრივი შეფასება/ანალიზი.
  • შვილობილი კომპანიების სამართლებრივი დახმარება
  • დოკუმენტაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაარქივება.
  • ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის სასამართლო ორგანოებთან ) კორესპონდენციის წარმოება.
  • კომპანიის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში, აგრეთვე სხვა უწყებებში;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხი (სამართალმცოდნეობაში).
  • იურიდიული  მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა
  • რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია).


პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებზე და შედეგზე  ორიენტირებულობა
  • გუნდში მუშაობის უნარი


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა  30 ნოემბერი, 2024 წ.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ენერგონმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.