HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიისთვის
ძირითადი მოვალეობები:
- გაეცნოს და შეისწავლოს მიმდინარე კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩამონათვალს და კონტრაქტის ფარგლებში არსებულ სხვა ვალდებულებებს;
- კოორდინაცია გაუწიოს და ქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია დამკვეთის მხრიდან გამოყოფილ ზედამხედველებთან;
- დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პროექტის ყოველდღიურ ოპერაციებს;
- მართოს და აკონტროლოს პროექტის მსვლელობა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სათაო ოფისს არსებული საკითხების შესახებ;
- აკონტროლოს პროექტის ვადები და დაგეგმოს შესაბამისი ქმედებები პროცესების დაჩქარების მიზნით საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს გეგმა-გრაფიკი;
- ორგანიზება გაუწიოს ადგილზე შემსრულებელსა თუ სხვა აქტორებს, რათა დროულად და ხარისხიანად იქნეს უზრუნველყოფილი პროექტის დასრულება;
- განსაზღვროს და გაითვალისწინოს მიმდინარე პროექტით გათვალისწინებული ახალი ობიექტების დაწყების სამუშაოები, განსაზღვროს ვადა, გაიაროს ბიუჯეტის ნაწილი სათაო ოფისთან, მოიძიოს შესაბამისი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ტექნიკური მახასიათებლები და ა.შ
- შეაფასოს და განსაზღვროს პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მოსალოდნელი რისკები, მართოს მიმდინარე პრობლემები და აწარმოოს მონიტორინგი პროექტის თოთოეულ ეტაპზე;
- საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სათაო ოფისს რათა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები იქნენ ჩართული საჭიროების შემთხვევაში, იქნება ეს (HVAC/MEP, კონსტრუქტორები, ხმის სპეციალისტები და ა.შ);
- დადგენილი სტანდარტების მიხედვით გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უზუსტობის შემთხვევაში გასცეს შესაბამისი მითითებები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრის ღონისძიებების დაგეგმვა;
- ყოველდღიურად აკონტროლოს სამუშაო პროცესი, რათა ყველა შესრულებული სამუშაო თანხვედრაში იყოს პროექტის მიზნებთან;
- მოამზადოს ყოველთვიური პროგრეს რეპორტი;
- ყოველთვიურად მოამზადოს ფორმა #2
- საჭიროებიდან გამომდინარე პროექტისთვის საჭირო ნებართვების მოსაპოვებლად კომუნიკაცია აწარმოოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან;
- აკონტროლოს კონტრაქტორების, სამუშაოთა მწარმოებლების და კონსულტანტების სახელშეკრულებო პირობების თანხვედრა მათ მიერ წარმართულ პროცესთან და პროექტის მოთხოვნებთან მიმართებაში
- დაგეგმილი და შესრულებული ამოცანების საფუძველზე მუდმივად განაახლოს პროექტის განვითარების ფაზა და გააკეთოს განახლებული მონაცემების კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან და ყველა ჩართულ პირთან;
- მოამზადოს რეპორტი პროექტის ბიუჯეტისა და მიმდინარე ხარჯვითი ნაწილის ჭრილში და გადახარჯვის შემთხვევაში უზრუნველყოს მენეჯმენტის და პროექტში ჩართული პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო ან არქიტექტორული მიმართულებით;
- 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე;
- გამოცდილება სამშენებლო ინფრასტქურულ პროექტებზე;
- AutoCad-ArchiCad - ცოდნა პროექტების გაცნობის მიზნით
- საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა
- კონსტრუქციული/არქიტექტურული ნახაზების აღქმის და ანალიზის უნარი
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა
- MS Office პროგრამების ცოდნა
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე საიტის მეშვეობით