,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს ყაზბეგში (სეზონური)
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში. Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია: - ტერმინალების ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
- ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
- ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
- ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
- ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
- პროგრამული უზრუნველყოფა.
მოთხოვნები: - ავტომობილის ფლობა;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ავტომობილის იჯარას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს;
- ანაზღაურება: 800 ლარი (Net) + ზეგანაკვეთური
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი ყაზბეგი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!