სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოეპრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მეტტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge 

მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოეპრატორის პოზიციაზე შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს,  დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. 
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი. სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია შედის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში და მისი როლია კომპანიის სრული სასაწყობე მარაგების აღრიცხვა/მონიტორინგი. სასაწყობე მარაგების აღრიცხვის ოპერატორის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის საწყობის ოპერატორების მიერ პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ,  პროგრამაში (Balance) დაფიქსირება;
  • სასაწყობე მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული მარაგების ნაშთების რეპორტინგის წარმოება და აღმოჩენებზე რეაგირება;
  • ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება და საქონლის გადაადგილება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • აუდიტერული შემოწმების პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • სასაწყობე მარაგების ჩამოწერის პროცესის მონიტორინგი და აღმოჩენილი უზუსტობების პროგრამული გასწორება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბაკალვრის ხარისხი, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სამშენებლო სექტორში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრულ პროგრამა Balance-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • MS Excel -ის მაღალ დონეზე ფლობა, მათ შორის, კომპექსური რეპორტების აწყობისა და წარმოების ცოდნა და გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე:   https://wkf.ms/4fkcL2w 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე