კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს შერჩევას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP, CANON, XEROX. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
თუ არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ გაქვთ სურვილი იმუშაოთ აქტიურ გუნდთან ერთად განვითარებად კომპანიაში, ეს სამსახური თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შესასრულებელ საქმეში ჩართვა და ორიენტირება.
- პროდუქციის მიღება - დასაწყობება;
- პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
- სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაოს;
- შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები
- გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
- ანაზღაურება გაიცემა საბანკო ანგარიშზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის თანამშრომელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.