ოპერატორი ვიდეომონიტორინგის სამსახურში
2xP PRIORITY გუდვილი
თარიღები: 18 ნოე - 27 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 +ბონუსი
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Recruiter@goodwill.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 577 200 712
კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის  პოზიციაზე ვიდეომონიტორინგის სამსახურში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული აპარატურის მეშვეობით მეთვალყურეობა, რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხელმძღვანელის ინფორმირება; 
  • აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი     ზომების მიღება;
  • ვიდეოჩანაწერების აღრიცხვის წარმოება; უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფიქსირება;  
  • ინფორმაციის ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის სახით თავმოყრა და დაარქივება;
  • კონტროლირებადი ფართებისა და სივრცეების ვიზუალური დაკვირვება და მეთვალყურეობა; 
  • კომპანიის ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმის (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია) კონტროლი;
  • პირველადი ინფორმაციის სრულად და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის  გამოცდილება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 40 საათი კვირაში
  • ლოკაცია: საბურთალო, ვაკე
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.