კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ვიდეომონიტორინგის სამსახურში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული აპარატურის მეშვეობით მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, რაიმე საეჭვოს აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხელმძღვანელის ინფორმირება;
- აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
- ვიდეოჩანაწერების აღრიცხვის წარმოება; უსაფრთხოებისა და დაცულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფიქსაციის უზრუნველყოფა; ინფორმაციის ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალის სახით თავმოყრა და დაარქივება;
- პირველადი ინფორმაციის თავმოყრა, ფიქსაცია, დამუშავება და რეაგირება;
- ვიდეო, აუდიო და დოკუმენტური მასალების დაარქივება და შენახვა;
- კონტროლირებადი ფართებისა და სივრცეების, ვიზუალური დაკვირვება და მეთვალყურეობა;
- კომპანიის ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმის (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია) კონტროლი;
- პირველადი ინფორმაციის სრულად და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის;
- ვიზუალურ კონტროლს დაქვემდებარებული ვიდეო–სამეთვალყურეო ზონების მაკონტროლებელი აპარატურის გამართული მუშაობის შეფერხების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 საათი კვირაში
- ლოკაცია: საბურთალო, ვაკე
- ანაზღაურება: 1000 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.