„კომპანია „პრესტიჟი“ აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის განყოფილებაში სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 სააათიანი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პროდუქციის საფუძვლიანი შესწავლა;
- სააფთიაქო ვიზიტების განხორციელება;
- სააფთიაქო ვიზიტების ყოველკვირეული გეგმის შედგენა;
- ვიზიტებთან დაკავშირებით ყოველდღიური რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
- ექიმებთან სამედიცინო ვიზიტების განხორციელება;
- პერიოდულად პარაფარმაციული განყოფილების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში (კონფერენცია, აქციები) მონაწილეობის მიღება: ბანერებით, საინფორმაციო მასალებით და ნიმუშებით უზრუნველყოფა და მასალის დარიგებაში მონაწილეობა, დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საბონუსე სისტემა
- ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- სამოტივაციო აქტივობები
- ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
hr-iciparis@prestige.ge 2024 წლის 24 ნოემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ „სააფთიაქო და სამედიცინო წარმომადგენელი-თბილისი.“
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.