უმცროსი იურისტი
თარიღები: 29 ოქტ - 20 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@gvirila.com.ge
მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა
  • სხვადასხვა სამართლებრივი/საპროცესო დოკუმენტების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომუნალური სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია (განცხადებების შეტანა, საპასუხო წერილების გაგზავნა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება);
  • დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორესპოდენციის წარმოება;
  • კომუნიკაცია მერიასთან, შესაბამისი ნებართვების მოპოვების მიზნით;
  • საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
  • ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება;
  • ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამართლის მიმაღთულებით ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების(ინგლისური) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალერებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა (სათავო ოფისი) ;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.