შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
- სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ამბულატორიული პაციენტების რეგისტრაცია;
- სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
- ანალიზის პასუხების გაცემა;
- ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
- პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
- დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;
- ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს მორიგეობა
ანაზღაურება: საათში 4,5 (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:
recruitment@tim.ge subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: +99532 2 90 00 01;+995 599 20 50 04;