ბუღალტერი
თარიღები: 30 ოქტ - 27 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mariam.b@pbservices.ge

"PB SERVICES" ეძებს მოტივირებულ ბუღალტერს.

იდეალური კანდიდატი არის საქმის პროფესიონალი, მაგრამ აქვს მოქნილობა და ღიაობა ცვლილებებისადმი.თუ გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.


ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
  • განათლება - ბაკალავრი
  • საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - კარგად
  • საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
  • IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა
  • რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
  • ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
  • ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA


პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო პირობები:

  • ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის  ქ.26



დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mariam.b@pbservices.ge  , სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.