"PB SERVICES" ეძებს მოტივირებულ ბუღალტერს.
იდეალური კანდიდატი არის საქმის პროფესიონალი, მაგრამ აქვს მოქნილობა და ღიაობა ცვლილებებისადმი.თუ გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომლის მიზანია ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღება ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
- საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
- საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
- სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ბუღალტრის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
- განათლება - ბაკალავრი
- საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა - კარგად
- საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა, უკანასკნელი ცვლილებების გათვალისწინებით
- IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა
- რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე
- ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე
- ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
- სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ.26
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mariam.b@pbservices.ge , სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.