სააბონენტო ქსელის სპეციალისტი

ხაშური სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა
შპს „სერვის ნეტ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ხაშური

თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობები/ვალდებულებები:
  • 09:00 საათზე  სპეციალური  სამუშაო ფორმით გამოცხადება, დადგენილი წესით, უშუალო ხელმძღვანელთან სავალდებულო  ყოველდღიური ინსტრუქტაჟის გაცნობა და ხელმოწერით დადასტურება;
  • ტექნიკური სამუშაოების წარმართვის განწესის მიხედვით სამუშაოს შესრულება, განწესის შევსება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
  • დაქვემდებარებულ უბანზე არსებული სააბონენტო ხაზის (სააბონენტო  კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათავლისწინებით;
  • აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, აბონენტის შესაბამისი კომპეტენციის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მიზნობრივი გადამისამართება. 
  • დაქვემდებარებულ უბანზე ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება; 
  • DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
  • ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება; 
  •  დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან). 
  •  გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას  სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში  სადენების კროსში გადართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საკაბელო ქსელის სპეცილისტის დახმარება;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა

ბენეფიტები :
  • თანამდებობრივად განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV)  მისამართზე:  მისამართზე:  Vacancy.Regions@servicenetgroup.ge  2024წლის   21ნოემბრის   ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ   ვაკანსიის  დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.