სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები: 12 ნოე - 27 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.mwlab@gmail.com
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი 
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ესმა ონიანის ქ.32
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული და საბონუსე სისტემა);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის (ლაბორატორიის მიმართულებით) არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:
  • სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან, ლაბორატორიული სერვისების ყოველდღიური/გეგმური ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება;
  • კლინიკის სერვისების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა;
  • ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია) ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და სერვისების შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების  შესწავლა და განხილვა, შესრულებული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელ პირებთან;
  • ხელმძღვანელის  წინაშე  სავალდებულო  საქმიანობის მიღწეული შედეგის და პროგრესის ჩამოყალიბება,  სამოქმედო გეგმის რეგულარული ანგარიშგება.

პიროვნული თვისებები:
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი განცდა;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების დაფარვით უზრუნველყოფა;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
  • ბენეფიტები: ფასდაკლება ლაბორატორიულ ანალიზებზე (ეხება ოჯახის წევრებსაც);

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!