სამაცივრე დანადგარების სპეციალისტი
2xP PRIORITY გუდვილი
თარიღები: 29 ოქტ - 27 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Recruiter@goodwill.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +99 577 200 712
კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე დანადგარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაზიანებული სამაცივრო დანადგარების, მექანიზმებისა და მოწყობილობათა დემონტაჟი/მონტაჟი
  • სამაცივრე დანადგარების, მექანიზმებისა და მოწყობილობათა გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • სამაცივრე დანადგარების, მექანიზმებისა და მოწყობილობათა სარელეო, ელექტრონული და მიკროპროცესორული ტექნიკის მომსახურება და მწყობრიდან გამოსული ბლოკების შეცვლა
  • დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილ კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა
  • მასზე მიმაგრებული სამაცივრე მოწყობილობების და დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციის წესრიგში ყოფნა
  • დაზიანებული სამაცივრე დანადგარებისა და მექანიზმების დემონტაჟი/მონტაჟი
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება პროფესიულ ტექნიკური მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარ-ჩვევები

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 40 სთ კვირაში, 09:00-17:00
  • ლოკაცია: ფარნავაზ მეფის ქ. N1
  • ანაზღაურება: 1500ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +99 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.