შპს"GameZone" სათამაშო კონსოლებისა და ვიდეოთამაშების ერთადერთი სპეციალიზირებული მაღაზიათა ქსელი საქართველოში დაარსდა 2010 წელს. შპს"GameZone" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურმიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.
კომპანია არის SONY Playstation - ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
შპს"GameZone" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი:
- სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი/ნახევარი განაკვეთი..
- სამუშაო დრო - კვირაში 4/5 დღე.
ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის საცალო რეალიზაცია
- სალარო აპარატთან მუშაობა
- სასაწყობე პროგრამასთან მუშაობა.
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა
- მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები: - მობილიზებული
- ორგანიზებული,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
- კომუნიკაბელური,კლიენტებთან ურთიერთობისა და კონსულტაციის გაწევის უნარი.
- აუცილებელია საკომუნიკაციო ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა(word,excel)
- ყველაზე მთავარი მოთხოვნაა: დაინტერესებული პირი კარგად ერკვეოდეს სათამაშო კომპიუტერებში და კომპიუტერულ თამაშებში.
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
მაღაზია მდებარეობს: ქავთარაძის #1 (სითი მოლი საბურთალო), ჭავჭავაძის #37ლ (ჰოუმ მარტი ვაკე), შ.რუსთაველის გამ. #2/4 (გალერია).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.