ფერმის მომზადების ჯგუფის თანამშრომელი
2xP PRIORITY ჩირინა
თარიღები: 29 ოქტ - 10 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@chirina.ge
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.
 კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფერმის მომზადების ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • საფრინველეების მომზადება ფრინველის მისაღებად (ქვეშსაფენის შეტანა, საკვების გაშლა და ა.შ)
  • ფრინველის ვაქცინაცია
  • საფრინველედან ნაკელის გატანა, ფერმის სველი რეცხვა, დეზინფექცია
  • ფერმის მშრალ დეზინფექციაში მონაწილეობის მიღება
  • საფრინველეში არსებული ტენიანობის, საკვები ხაზის, წყლის სისტემის , განათების პარამეტრების კონტოლი

აუცილებელი მოთხოვნები:
  • შრომისმოყვარეობა
  • ორგანიზებულობა 
  • პასუხისმგებლობა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 09:00-18:00
ტრანსპორტირებას თბილისიდან და რუსთავიდან უზრუნველყობს კომპანია

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 10 ნოემბრამდე.  გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.