საბაჟო ლოჯისტიკის მენეჯერი
2xP PRIORITY IK Consulting
თარიღები: 29 ოქტ - 10 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2300
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: ikconsultinggeo@gmail.com
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბაჟო ლოჯისტიკის მენეჯერი. 

საქმიანობა: ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი/ექსპორტი 
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2024
ხელფასი: 2300 ლარი, ხელზე

საბაჟო ლოჯისტიკის მენეჯერის საპასუხისმგებლო სამუშაო  სფეროები:
  • ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების, ბიოლოგიური მასალისა და სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის მომზადება ტრანსპორტირებისთვის, იმპორტი/ექსპორტი, მონიტორინგი, განბაჟება, ტრანსპორტირება, მომწოდებლისა და მომხმარებლის შერჩევა/ლეგიტიმაცია/კომუნიკაცია;
  • რისკების მართვა;
  • საბაჟო დოკუმენტაციის შედგენა/რეგისტრირება/მიწოდება/მიღება/შენახვა.
  • პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელების ქმედებების კონტროლი აღნიშნული საქმიანობის შესრულების პროცესში;
  • დაქვემდებარებული განყოფილებების გამართული მუშაობისა და ტექნიკურად გამართული მდგომარეობის კონტროლი;
  • მედიკამენტების შემოტანის ნებართვისა და დამატებითი წერილის მოქმედების ვადის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, პროექტის მენეჯერის, საწყობის მენეჯერის, პასუხისმგებელი პირის  ინფორმირება; 
  • საბაჟო ტვირთების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • საბაჟო გაფორმების შემდეგ საბაჟოს საწყობიდან კომპანიაში, ან დანიშნულების სხვა ადგილებზე  გადასაზიდი ტვირთების მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • დამკვეთის წარმომადგენლისთვის  ტვირთის განბაჟებისა და ზოგ შემთხვევაში კი,  საწყობში შემოსვლის,  ან კლინიკაში მიტანის ფაქტის დადასტურება, საწყობის მენეჯერის ან პროექტის მენეჯერის მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • პროექტის მენეჯერისთვის საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული პროექტის ტვირთის გამოგზავნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გამომგზავნისთვის ტვირთის გამოშვების (ფენდინგი) დადასტურებისთანავე;
  • პროექტის მენეჯერისთვის, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული პროექტის ტვირთის, განბაჟების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • გენერალური დირექტორის და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ინსტრუქციების დროულად და ზედმიწევნით შესრულება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მეთვალყურეობა, კონტროლი და დროული თანადგომა საჭიროების შემთხვევაში;
  • როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ კლიენტთან, გამომგზავნთან კომუნიკაცია (მიმოწერა, სატელეფონო საუბრები), რეპორტირება ტვირთთან დაკავშირებით;
  • საბაჟო დეპარტამენტებთან, ფოსტებთან, ბროკერებთან, გადამზიდებთან, ადგილობრივ ფორვარდერებთან, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია;
  • საკანონმდებლო ცლილებებზე დროული რეაგირება;
  • ყოველთვიური KPI ანგარიშების წარმოება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, ექსელის, კარგი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა 
  • საბაჟო კანონმდელობის ცოდნა
  • ტრენინგები საბაჟო ოპერაციების მიმართულებით 
  • ანგარიშების წარმოების ცოდნა
  • ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის, კერძოდ, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (სსპ), კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP), საქართველოს საბაჟო კოდექსის ცოდნა
  • მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით

პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
  • ტექნიკური უნარები
  • დისციპლინირებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სხარტი აზროვნება
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

წარმატებას გისურვებთ!