საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბაჟო ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი.
საქმიანობა: ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი/ექსპორტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2024
ხელფასი: 1600 ლარი, ხელზე
საბაჟო ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის საპასუხისმგებლო სამუშაო სფეროები:
- ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების, ბიოლოგიური მასალისა და სვადასხვა დანიშნულების პროდუქციის მომზადება ტრანსპორტირებისთვის, იმპორტი/ექსპორტი, მონიტორინგი, განბაჟება, ტრანსპორტირება, მომწოდებლისა და მომხმარებლის შერჩევა/ლეგიტიმაცია/კომუნიკაცია
- რისკების მართვა
- საბაჟო დოკუმენტაციის შედგენა/რეგისტრირება/მიწოდება/მიღება/შენახვა
- პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
- საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- მედიკამენტების შემოტანის ნებართვისა და დამატებითი წერილის მოქმედების ვადის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, პროექტის მენეჯერის, საწყობის მენეჯერის, პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
- საბაჟო ტვირთების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება;
- საბაჟო გაფორმების შემდეგ საბაჟოს საწყობიდან კომპანიაში ან სხვა დანიშნულების ადგილებზე გადასაზიდი ტვირთების გაგზავნის მონაცემთა ბაზის წარმოება;
- დამკვეთის წარმომადგენლისთვის ტვირთის განბაჟებისა და ზოგ შემთხვევაში, კი, საწყობში შემოსვლის ან კლინიკაში მიტანის ფაქტის დადასტურება, საწყობის ლოჯისტიკის მენეჯერის ან პროექტის მენეჯერის მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
- პროექტის მენეჯერისთვის საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული პროექტის ტვირთის გამოგზავნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გამომგზავნისთვის ტვირთის გამოშვების დადასტურებისთანავე;
- პროექტის მენეჯერისთვის საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცეული პროექტის ტვირთის განბაჟების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტთან (როგორც ადგილობრივთან, ასევე, უცხოელთან), კომუნიკაცია (მიმოწერა, სატელეფონო საუბრები), რეპორტირება ტვირთთან დაკავშირებით;
- ყოველთვიური KPI ანგარიშების წარმოება;
- საბაჟო დეპარტამენტებთან, ფოსტებთან, ბროკერებთან, გადამზიდდთან, ადგილობრივ ფორვარდერებთან, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებთან კომუნიკაცია.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით, ექსელის, კარგი ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა
- საბაჟო კანომდელობის ცოდნა
- გავლილი ტრენინგები საბაჟო ოპერაციების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
- მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით.
პოზიციისთვის სავალდებულო ძირითადი კომპეტენციები და უნარები:
- ტექნიკური უნარები
- დისციპლინირებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- სხარტი აზროვნება
- ყურადღებიანი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!