სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - თბილისის სერვის ცენტრის მონიტორის პოზიციაზე.
კატეგორია: მონიტორინგი
თანამდებობრივი სარგო: 1573 ლარი დარიცხული
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
- მონიტორინგის კვარტალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებისა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
- მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.
- შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა.
- მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი;
- უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
პასუხისმგებლობები:
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
- სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
- პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
- პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება - ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
- „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება, სტატისტიკის ან ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და ანგარიშის ნიმუში ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
sesa_administration@moh.gov.ge გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.