თბილისის სერვის ცენტრის მონიტორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საჯარო სამსახური: საჯარო სამსახური (ზოგადი)
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - თბილისის სერვის ცენტრის მონიტორის პოზიციაზე.
კატეგორია: მონიტორინგი 
თანამდებობრივი სარგო:  1573 ლარი დარიცხული 
ადგილების რაოდენობა: 2 
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი 
სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი 
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე 
 
ფუნქციები:  
  • მონიტორინგის კვარტალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებისა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით. 
  • მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.  
  • შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა. 
  • მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი; 
  • უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას. 
 
პასუხისმგებლობები: 
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება; 
  • სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; 
  • პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე. 
  • პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე. 
 
მოთხოვნები: 
  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი 
  • სამუშაო გამოცდილება - 1 წელი 
 
საკონკურსო თემატიკა: 
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება"; 
  • საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ; 
  • „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება. 
 
დამატებითი მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება,  სტატისტიკის ან ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.  
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და ანგარიშის ნიმუში ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge   
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.