IT ბიზნეს ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი არესემ საქართველო სოლუშენსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
„არესემ საქართველო სოლუშენსი“ პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც ერთიან სისტემაში აქცევს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას. 
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
  • დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, დასმული ამოცანების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
  • ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
  • უცხოელ და ქართველ ვენდორებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, IT-ის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარ-ჩვევები;
  • ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენას ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე: career@rsm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.