საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია აცხადებს ვაკანსიას იურისტ-სტაჟიორის პოზიციაზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე სტაჟიორებს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ საქმის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და აიმაღლონ კვალიფიკაცია .
ძირითადი მოთხოვნებია:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ;
- ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბარული კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარჩვევები;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ;
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა .
ფუნქცია -მოვალეობები:
- მონაწილეობა სამართლებრივ დავებსა და სასამართლო განხილვებში;
- სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის სარჩელების / საჩივრების ) შედგენა სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
- სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოძიება და გამოთხოვნა შესაბამისი უწყებიდან და დაწესებულებებიდან;
- სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნების მომზადება .
იურისტ-სტაჟიორის მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 36/6, ბინა N92
სამუშაო საათები 11: 00 – 18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სტაჟირება - სწავლება უფასოა , სტაჟიორები არ იხდიან გადასახადებს
სასურველია იყვნენ კურსდამთავრებულები, ასევე მაგისტრანტებიც.
დაინტერსებული კანდიდატები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 007662