კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ფოთში.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
- ფილიალში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
- კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancyhrhr@gmail.com 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ფილიალის მენეჯერი.
გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."