ტექნიკოსი
თარიღები: 29 ოქტ - 27 ნოე
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1100
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს ქუთაისში
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.  
Explore BS/2 Georgia: Office TourTeam Eventsand More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • ტერმინალების ადგილზე მიტანა და მათი ტექნიკურად გამართვა.

მოთხოვნები:
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის და ავტომობილის დაზღვევას;
  • ავტომობილის იჯარას;
  • საკომუნიკაციო ხარჯებს
  • Fitpass ბარათს
  • ანაზღაურება: 1000 – 1100 ლარი (Net) + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ტექნიკოსი - ქუთაისი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!