პრისელერი
1xP PRIORITY ელვარე
თარიღები: 06 ნოე - 26 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1200 - 1500
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: a.maisuradze@nrg.ge
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება (გადახდის პირობების ჩათვლით);
  • სავაჭრო ობიექტებთან შეკვეთის გაფორმება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება. (ამასთან, პოტენციური მომმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება);
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია (ავტომობილის ტარების გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი);
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო საათები: 09:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
  • კორპორატიული დაზღვევა (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
  • ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)  + ბონუსი;
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება ან/და აგლაძის ქუჩა №32.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: a.maisuradze@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.