,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (
https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
- არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა, გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
- ხელშეკრულების გაფორმების წარმოება და სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა რაც კავშირშია გაყიდვებთან;
- ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
- კომერციული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
- გაყიდვების რეალიზაციისთვის ყველა იმ სამუშაოს შესრულება რომელიც დაკავშირებულია საქონლის რეალიზაციასთან;
- ინდივიდუალური შეთავაზებების დამუშავება;
- კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
- გაყიდვების რეპორტების წარმოება და ანალიზის გაკეთება, მენეჯმენტთან და სხვა დეპარტამენტებთან;
- კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
- არსებულ დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია და სრულყოფილი სერვისების შეთავაზება/გაწევა;
- CRM პროგრამებში მუშაობა.
- მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - (ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მართვის ან სხვა მზგავსი მიმართულებით);
- Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 / C1;
- პროექტების მართვა;
- დაგეგმარებისა და დელეგირების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fitpass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე:
hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!