კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი სპორტული მაღაზია ადრენალინი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
"ადრენალინი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს კონსულტანტის პოზიციაზე 
სპორტული მაღაზია “ადრენალინი“  უკვე 10 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს სპორტული ეკიპირების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მსოფლიოში წამყვანი ბრენდებს HELLY HANSEN, DC, K2 SKIS, LINE SKIS, BILLABONG, RIDE SNOWBORDS, DAKINE, FULL TILT და სხვას  
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, შრომისმოყვარე და გსურს შეურთდე გუნდს, გამოგვიგზავნე ინფორმაცია შენ შესახებ. 
 
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: 
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო; 
  • შეკრული გუნდი; 
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა; 
  • მზარდი ბიზნესი; 
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა; 
 
ფუნქციები და მოვალეობები: 
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; 
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება; 
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება; 
  • პროდუქციის გაყიდვა; 
  • სალაროს ოპერაციების წარმოება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება; 
 
სამუშაო განრიგი: 
  • სამუშაო განაკვეთი სრული; 
  • სამუშაო განრიგი განისაზღვრება ცვლებით. ( 4 დღე მუშაობა, 2 დასვენება) 
 
ანაზღაურება: 1000 ₾ + ბონუსი 
 
კანდიდატთა შერჩევა: 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@blsports.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან 
 
გისურვებთ წარმატებას!