Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
- სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება
- მენიუს მიწოდება საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება
- მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება
- სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა
- გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
- ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა
- კონკურენტული ანაზღაურება
- მეგობრული და დინამიური გარემო
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:
hc1n2-hr@accor.com , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 12/11/2024
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ „Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.