ცხადდება ვაკანსიას
ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს N89
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1200 ლარი გადასახადების გარეშე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით FINA-ში ყველა სააღრიცხვო ოპერაციების ყოველდღიურად განხორციელება;
- პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების მიღება/დამოწმება/დაარქივება;
- ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების, შესყიდვების, იმპორტის საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- მენეჯმენტისგან მიღებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის სფეროში;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის FINA კარგად ცოდნა;
- RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობა;
- კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
nnnonnna717@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.