შპს „თერმოინდუსტრია“ რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა–კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის ფილიალი, დომინო.
კომპანია უზრუნველყოფს: დაზღვევას.
ძირითადი ფუნქციები
- პროდუქციის მიღება;
- მიღებული პროდუქციის სტენდებზე განლაგება;
- ფასების კონტროლი;
- ნაშთების კონტროლი;
- პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი, გაყიდვების და აქტივობების შესახებ;
- მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობების გაცნობა;
- მომხმარებლისთვის აქციების გაცნობა;
- პერიოდულად ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღავნელის მიერ ცალკეული დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com სათაურის ველში მიუთითეთ „პრომოუტერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თერმოინდუსტრიამ დაამუშაოს თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამასთან ერთად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც თერმოინდუსტრია ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს „თერმოინდუსტრია“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@thermoindustria.com