საბითუმო სავაჭრო სუპერმაკეტი “სუზალა” ქართულ ბაზარზე ოპერირებს 18 წლის განმავლობაში და საქმიანობის სფერო მოიცავს არა მხოლოდ საცალო ვაჭრობას, არამედ პურ-ფუნთუშეულის წარმოებას. ჩვენთან შეგიძლიათ ყოველდღიურად შეიძინოთ არტიზანული პური, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხითა და გემოთი. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვხსნით ახალ ფილიალს და გთავაზობთ დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე.
„სუზალა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქალაქი თბილისი, მეტრო ნაძალადევთან, ნიკო მარის ქუჩა, N 60ა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, თვეში მხოლოდ 16 სამუშაო დღე
ანაზღაურება: დღიური 50 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
- თაროების ახალი პროდუქციით რეგულარულად შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
- ხელშეწყობას გრაფიკზე;
- ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში;
- საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება „სუზალა“-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
საბითუმო სავაჭრო სუპერმარკეტი „სუზალა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.