შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. შპს „ლეგის“ საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას. შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27 ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება
- გაყიდვების ტექნოლოგიების ცოდნა.
- მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
- მომხმარებლისთვის პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის უზადო უნარი.
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა:
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები: - უშუალოდ კლიენტებთან მუშაობა.
- კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
- პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა;
- მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ: - შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
ასევე კომპანია ახდენს თანამშრომლების ტრანსპორტირებას მეტრო ვარკეთილიდან: 09:00 - 18:00 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტო) (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.