გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Legi
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. 
შპს „ლეგის“ საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას. 
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი -  თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • გაყიდვების ტექნოლოგიების ცოდნა. 
  • მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება; 
  • მომხმარებლისთვის პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის უზადო უნარი. 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • ენერგიულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • უშუალოდ  კლიენტებთან მუშაობა. 
  • კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა. 
  • პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა; 
  • მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. 
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში 
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. 
 
ასევე კომპანია ახდენს თანამშრომლების ტრანსპორტირებას  მეტრო ვარკეთილიდან:     09:00 - 18:00 
  
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტო) (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.