შპს ჯიემსი მოტორსი LTD "GMC Motors" წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს ლიდერ კომპანიას საქართველოში, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებს, მისაბმელ აღჭურვილობას და შესაბამის ნაწილებს. კომპანია აცხადებს ვაკანსის გაყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე
მოვალეობები: - გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა;
- პოტენციური კლიენტების ძებნა და კლიენტთა ბაზის მართვა;
- ბიზნეს ფორუმებზე კომპანიის სახელით მონაწილეობა;
- საქმიან მივლინებებში მონაწილეობა;
- სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების კვლევის ორგანიზება.
- პროდუქტების განვითარების ორგანიზება, საბაზრო სეგმენტების მოთხოვნის შესაბამისად პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა.
- საფასო პოლიტიკის შემუშავება - თვითღირებულების, კვლევების შედეგების და კონკურენტული ფასების მიხედვით შემდეგი სატარიფო განაკვეთების დადგენა;
- გაყიდვების სტიმულირებისათვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება და შემდგომ მათი ეფექტურობის ანალიზის ორგანიზება;
- გაყიდვების სამსახურის განვითარების მიზნით ამოცანების განსაზღვრა და შესრულება.
- ბრენდის განვითარების მენეჯერებთან ერთად ცალკეულ პროდუქტზე ახალი საფასო პოლიტიკისა ან (და) აქციების დაგეგმვის რეკომენდაციების შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლებას ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ავტო ან აგროტექნიკის გაყიდვების გამოცდილება)
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- სავალდებულია ქართული ენის გამართული დიქცია
- სასურვველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
- სავალდებულოა დახასიათება /რეკომენდაციის წარდგენა წინა სამსახურიდან;
საჭირო უნარები: - მიზან დასახული და შედეგებზე ორიენტირებულს;
- დამოუკიდებლს;
- დეტალებზე ორიენტირებულს;
- დაგეგმარების უნარით.
- პასუხიმგებლიანს;
სამუშაო პირობები: - სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
- ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
- ანაზღაურება: შეთანხმებით ინდივიდუალურ გასაუბრებაზე
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@eg.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge