თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერი
2xP PRIORITY ITM-Translation
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: ბათუმი თბილისი ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ადმინისტრაცია:  თარჯიმანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@itm-translation.com

მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION 2005 წლიდან მოღვაწეობს. 19-წლის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა მსოფლიოს საკონსულტაციო-მთარგმნელობით სექტორში მნიშვნელოვანი პოზიცია. კომპანიის მთარგმნელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 7.500-ზე მეტი მთარგმნელი მსოფლიოს 125-ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანიას ჰყავს დაახლოებით 50.000-ზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე (სახელმწიფო, ოფიციალური, რეგიონალური, ეროვნული და ფართოდ გავრცელებული ენები) ნებისმიერი სირთულისა და თემატიკის მასალის თარგმნას: იურიდიული ტექსტები, ბიზნეს-დოკუმენტები, ფარმაცევტული ანოტაციები, სამედიცინო დასკვნები, პირადი დოკუმენტაცია, ტექნიკური ინსტრუქციები, ვებ-გვერდის მასალები და სხვ


მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION აცხადებს ვაკანსიებს თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაციები: ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი


პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი; 10:00-15:00 შაბათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
  • სამუშაო ადგილი: შესაბამისი ქალაქი (ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი)


ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებლებთან კონსულტაციის გაწევა თარგმნის შეკვეთის მიღების მიზნით;
  • ონლაინ-მთარგმნელთა გუნდის მართვა და ყოველდღიური კონტროლი;
  • ოფისის ადმინისტრირება და წესრიგის დაცვა;
  • ადგილობრივ ნოტარიუსებთან ურთიერთობა;
  • ადგილობრივი რეკლამირების უზრუნველყოფა პოტენციური დამკვეთების მოზიდვის მიზნით;
  • კონტაქტი სათაო ოფისთან: ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური რეპორტინგი;
  • სხვადასხვა დოკუმენტების დასკანერება, ამობეჭდვა, მაილზე გაგზავნა და სხვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B1-B2);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და სხვ.;
  • დოკუმენტებთან, კომპიუტერულ მოწყობილობებთან და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც რომელიმე უცხო ენაში გააჩნია დიპლომი ან სერთიფიკატი;


დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე), პირადობის მოწმობა და დიპლომი გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@itm-translation.com

გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება („თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერი“) და შესაბამისი ლოკაცია (ქალაქი).


გისურვებთ წარმატებას!