ახალი ობიექტი „აპოტეკა„ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტის შესაბამისად;
- ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა;
- ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ლოკაცია: ლეონიძის 8