მიმტანი/ბარმენი
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@lopotaresort.com
„Lopota Lake Resort & Spa“, შუაგულ კახეთში  ტბის გარშემოა გაშენებული და  ოთხი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს სტუმრებს.
რეზორტი  2008 წელს დაარსდა,  ნაბიჯ-ნაბიჯ უნიკალურ რეზორტად და შეუდარებელ მიკროსამყაროდ იქცა - პრემიუმ ხარისხის სერვისით, ბუნებასთან შერწყმული შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურით, მრავალფეროვანი აქტივობებით და სივრცეებით.
იგი სასურველი დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

სასტუმრო კომპლექსი “Lopota Lake Resort & Spa”  აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/ბარმენის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • დაიცვას მომსახურების ყველა საფეხური და უზრუნველყოს მაღალი დონის სერვისი.
  • მაქსიმალურად იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
  • მოახდინოს კომუნიკაცია სტუმართან მიღებული სერვისით კმაყოფილების თაობაზე.
  • დაიცვას მომსახურების სტანდარტი.
  • დაიცვას შეკვეთის აღების სტანდარტი.
  • უზრუნველყოს სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;
  • დაიცვას შრომის უსაფრთხოების დადგენილი წესები

პიროვნული უნარ-შესაძლებლობები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 
  • კომფორტულ, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • საცხოვრებლის თანხას და ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • Friends and Family Rates

სამუშაო პირობები:
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@lopotaresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკოთ ნომერზე: 511456329
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ.