სამშენებლო პროექტების გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 5000 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი უძრავი ქონება
Red House - უძრავი ქონების მართვის  ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე 4 წელია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამუშაო სპეციფიკით, პროფესიონალიზმითა და სრული სანდოობით ოპერირებს გაყიდვების სექტორში, აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე.
 Red House-მა ამ მცირე დროში შეძლო მოეპოვებინა  100-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნდობა და თავი დაემკვიდრებინა უძრავი ქონების ინდუსტრიაში.ჩვენ შორის  არსებული ექსკლუზიური პარტნიორობა კი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოგვარჩევს სხვა ყველა კომპანიისაგან. 

Red House  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო პროექტების გაყიდვების მენეჯერი 

ძირითადი მოვალეობები:
  • უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.
  • ექსკლუზიური პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა.
  • პარტნიორი სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
  • სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
  • მომხმარებელთა ბაზების მართვა
  • სამშენებლო პროექტების შესწავლა 
  • მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე მომხმარებლის ინფორმირება
  • ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება  

მოთხოვნები:
  • უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი).
  • კომუნიკაბელური და ენერგიული.
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარები.
  • გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი.
  • პუნქტუალური.
  • ენების  ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი. 
  • სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე.
  • მაღალი ანაზღაურება
  • საინტერესო და დინამიური სამუშაო შესაძლებლობები ექსკლუზიურ პროექტებთან.

ანაზღაურება 1000-5000 ლარამდე(გამომუშავებით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.