საკრედიტო ოფიცერი
თარიღები: 28 ოქტ - 26 ნოე
მდებარეობა: ოზურგეთი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700 +ბონუსი
საბანკო:  SME საკრედიტო ოფიცერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: express.capital.plus@gmail.com
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital +  არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია  მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital +   უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. 

express capital +   გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი -   ოზურგეთი

ფუნქციები და მოვალეობები: 
  • საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
  • საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
  • პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
  • საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
  • მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  • ნაღდი ფულის მიღება;
  • მატერიალური პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება  მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
  • კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ; შაბათი : 10;00 – 14:00 საათამდე
გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
ანაზღაურება:  700 ლარი + მოქნილი ბონუსი;
კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;

ჩვენ  გთავაზობთ : 
  • დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
  • სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
  • პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას 

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV  შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com

P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
არ იქნება  აპლიკანტის ფოტოსურათი;
განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
3.ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?