საამზომველო კომპანია შპს “New Point” აცხადებს ვაკანსიას - დამხმარე გეოდეზისტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლეს/პროფესიულ განათლებას გეოდეზიის მიმართულებით (განიხილება სტუდენტებიც)
- Autocad საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები: - GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღებაში დახმარება
- ტაქეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში დახმარება
- სქემატური ნახაზების შედგენაში დახმარება
- აღებული კოორდინატების რუკებზე დატანაში დახმარება
- შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა
- სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
- ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დედლაინის დაცვა;
კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს: - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- ვაკანსიით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სწავლებას საოფისე/სამუშაო გარემოში;
- გრაფიკის მაქსიმალურ ხელშეწყობას, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმების პირობით
დამსაქმებელი კომპანიის უპირატესობები - ბაზარზე მაღალი ცნობადობა და პროფესიონალთა გუნდი;
- საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემო;
- პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობა;
სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი, შესრულებული მნიშვნელოვანი პროექტების შესაბამისად. გამოსაცდელი ვადის პერიოდში 500-800 ლარამდე. მინიმალური ხელფასი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 ლარიდან დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე: info@newpoint.ge და „subject“-ის ველში მიუთითეთ „დამხმარე გეოდეზისტი“