იუჯი სკოლაში ცხადდება ვაკანსია ფრესქულის აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე (ნახევარი განაკვეთი). იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე.
ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები : - სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აღმზრდელ-პედაგოგი უნდა იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
მოვალეობები: - ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
- ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვების მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა;
- მეცადინეობების ჩატარება (ქართული, მათემატიკა, არტ-აქტივობა...);
- სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- შესაბამისი პროცესების წარმართვა ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით;
- ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენეთან კომუნიკაცია;
- თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასთან, განვითარებასთან და სააღმზრდელო პროცესის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის მიზნით თანამშრომლობა შესაბამის სპეციალისტებთან (ფსიქოლოგი, ექთანი, ექიმი, მენეჯერი და ა.შ.).
აღმზრდელ-პედაგოგის მახასიათებლები: - სააღმზრდელო პროცესების წარმართვისას უნდა ითვალისწინებდეს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს;
- პროფესიული საქმიანობის შესრულებისას უნდა ავლენდეს ეფექტური კომუნიკაციისა და ემპათიის უნარს. გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტური უნდა იყოს და იცავდეს ეთიკის ნორმებს;
- აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებდეს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს;
- აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.
უნარები: - თავაზიანი;
- ენერგიული;
- ორგანიზებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
პირობები: - განაკვეთი : ორშაბათი-პარასკევი 16:00-19:00
- ანაზღაურება - 400 ლარი;
- მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@gmail.com ( სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.